კახა კახიშვილი აშშ-ში ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველო, თბილისი - 12:43 | 15.06.2017 ნანახია: 1294
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს დირექტორ ტომას კეინს შეხვდა. შეხვედრაზე მინისტრმა საქართველოს დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის განმტკიცებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების ამაღლების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატების განსაკუთრებულ როლს გაუსვა ხაზი და ბიუროს დირექტორს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მიღწეული პროგრესის მიმართ გამოხატული ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრის მთავარ საკითხს საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები წარმოადგენდა. კახა კახიშვილმა ტომას კეინს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც სისტემაში ბოლო ოთხი წლის მანძილზე განხორციელდა. მისი თქმით, არაერთი წარმატებული და პროგრესული ცვლლილების მიუხედავად, სისტემის განვითარების მდგრადობის უზრუნველსაყოფად, სიახლეების დანერგვა გრძელდება.
„უწყებაში განხორციელებული მასშტაბური რეფორმების მიზანი ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა და საბჭოთა მოდელზე აწყობილი სისტემის სრული მოდერნიზაცია იყო. სამინისტროს მთავარ მიზანს რესოციალიზაცია-რეაბილიტაციაზე ორიენტირებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციისა და პრობაციის სისტემების ჩამოყალიბება წარმოადგენს,“ - აღნიშნა მინისტრმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ციხეების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა ტომას კეინმა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში გატარებული რეფორმები და მიღწეული შედეგი პოზიტიურად შეაფასა.
შეხვედრის დასასრულ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა ტომას კეინი საქართველოში მოიწვია.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















