ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია აქუბარდიების ოჯახს მიწის ნაკვეთს უბრუნებს
საქართველო, თბილისი - 14:53 | 13.06.2017 ნანახია: 1274ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია, ჭალეში, ეპარქიისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთს, რომელზეც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ გადამცემი ხაზის მშენებლობა იგეგმება, აქუბარდიების ოჯახს უბრუნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიის განცხადებით, ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს და ეკლესია წინადადებას ამ მიზეზით დათანხმდა.
”2009 წელს ვალტერ და ია აქუბარდიებმა გარდაცვლილი შვილის – ომარის სახელზე ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიას შემოსწირეს მათ საკუთრებაში არსებული კარ-მიდამო. ოჯახის სურვილი იყო, რომ აღნიშნულ ადგილას დაარსებულიყო მონასტერი. ქონება იურიდიულად გადაუფორმდა საქართველოს საპატრიარქოს. ფინანსური და სხვა ობიექტური მიზეზის გამო მონასტრის დაარსება გაჭიანურდა. მიუხედავად იმისა, რომ კარ-მიდამო იურიდიულად ეკუთვნოდა ეკლესიას, მისით არასდროს უსარგებლია, რადგან შემოსავალს (თხილნარი და სახნავ-სათესი) განკარგავდნენ ოჯახის ნათესავები.
2016 წელს ჯვარი-ხორგას მაღალი ძაბვის ხაზის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომლის ერთ-ერთი ანძა პროექტის თანახმად უნდა აღმართულიყო შემოწირული ეზოს ტერიტორიაზე. მიწის დათმობისათვის კომპანიამ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მიმართა ეპარქიას. იმის გათვალისწინებით, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის საქმეს, ეკლესია დათანხმდა წინადადებას და კომპენსაციის სახით ეპარქიის ანგარიშზე ჩაირიცხა 171 663 ლარი. აღნიშნული თანხა უნდა მოხმარებოდა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის ხატის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობას. აქვე აღვნიშნავთ, რომ კომპენსაცია მიიღო ელექტროგადამცემი ხაზის ზონაში მოხვედრილი მოსახლეობის უმრავლესობამ.
სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ოჯახმა და ნათესავებმა გამოთქვეს უკმაყოფილება და განაცხადეს, რომ ეპარქიამ მათი ნების საწინააღმდეგოდ გამოიყენა და გაყიდა ზემოთხსენებული ქონება. ამასთან დაკავშირებით ეპარქიამ გააკეთა განცხადება მიმდინარე წლის 7 ივნისს. ეკლესია არასდროს ყიდის შემოწირულ ქონებას, არამედ უნარჩუნებს ქვეყანასა და შთამომავლობას.
წმ. მოციქული პავლე ბრძანებს: „მხიარულებით მისაცემილი უყვარს უფალსა“. რაკი აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით გაჩნდა უკმაყოფილება, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიამ მიიღო გადაწყვეტილება უარი განაცხადოს ასეთ შემოწირულობაზე და სრულად დაუბრუნოს ოჯახს. რადგან მიმდინარეობს სათანადო იურიდიული პროცედურის დაზუსტება ამ ქონების დაბრუნებასთან დაკავშირებით, განცხადება ამის შესახებ დღემდე არ გაჟღერებულა”, - ნათქვამია ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის განცხადებაში.
პოლიტიკა
- „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“ - ფილარმონიიდან პარლამენტისკენ მსვლელობა იმართება
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















