არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს - სოზარ სუბარი რეპერების საქმეზე
საქართველო, თბილისი - 11:33 | 13.06.2017 ნანახია: 1353
როდესაც კლიპის გამოსვლიდან მესამე დღეს ამ ბიჭებს იჭერენ ნარკოტიკით ჯიბეში, ცხადია, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ამ კლიპსა და მათ დაჭერას შორის არის კავშირი, - ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა საზოგადოებრივის გადაცემა „მთავარში“ „ბირჟა მაფიის“ წევრების საქმეზე საუბრისას განაცხადა.
„შეიძლება დავუშვათ, მსგავს მუქარას ჰქონდა ადგილი, დაშვების დონეზე, მით უმეტეს ამ დაშვებას ამტკიცებს ისიც, რომ პროკურატურამ საქმე არ შეწყვიტა ამ ბიჭების მიმართ, აღძრა მეორე საქმე ამის პარალელურად, რომელიც არის პოლიციელების წინააღმდეგ. ეს ნიშნავს შემდეგს - არსებობს ლეგიტიმური ეჭვი, რომ შეიძლება, ამ ბიჭებს ნარკოტიკი მართლა ჩაუდეს. სიტყვა „ჩაუდეს“ არაიურიდიული ტერმინია, მაგრამ მაინც“, - განაცხადა სუბარმა.
მინისტრის თქმით, „ბირჟა მაფიას" კლიპი ავტორების გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება. მისივე განცხადებით, კლიპი თავდაპირველად არ მოეწონა და ნეგატიური შთაბეჭდილება დარჩა, თუმცა სიმღერის ტექსტსაც გაეცნო, რომელიც, მისი თქმით, უფრო ნეიტრალურია და არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ჯგუფის წევრები კრიმინალური მენტალიტეტის პროპაგანდირებას ცდილობენ.
„არის თუ არა გამოხატვის თავისუფლება ის, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს - რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში. პირველად რომ ვნახე კლიპი, სხვა შთაბეჭდილება მქონდა და შემდეგ დაწერილი ტექსტი მოვნახე. ანუ კლიპს როცა ვუყურებდი, შემექნა შთაბეჭდილება, რომ ეს ბიჭები არამხოლოდ პოლიციის მიმართ არასწორ დამოკიდებულებას ნერგავდნენ, ან ნარკოტიკების მიმართ ცოტა ზედმეტ ლიბერალურ დამოკიდებულებას, პრომოუშენს, არამედ მომეჩვენა, რომ 90-იან წლებში გვაბრუნებდნენ სხვა გაგებით, რაღაც ქურდულ-ქუჩური მენტალიტეტის დანერგვის მცდელობა იყო ქცევით, სიტყვებით და ასე შემდეგ, რაღაც „ტაშკენტიტდან მოდის ქარავანი“ გამახსენდა, თუმცა როცა ტექსტი წავიკითხე, გაცილებით ნეიტრალურია, ვიდრე ის ფორმა, რაც იყო სხეულის გამოხატვის ფორმით გადმოცემული. ტექსტი არაფერს იძლევა ისეთს, ან მოგეწონება ან არ მოგეწონება, მაგრამ არ არის ისეთი, რომელზეც იტყვი, რომ ეს რაღაც ისეთია, რითიც ასე ვთქვათ ქურდულს აწვებიან, ანუ ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს. ჯდება თუ არა ეს გამოხატვის თავისუფლების სტანდარტში, რა თქმა უნდა, ჯდება და თუ ვინმე ფიქრობს, რომ არ ჯდება, ამის უფლებაც ყველას აქვს“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მინისტრის განცხადებით, საქმეში რამდენიმე რთულად დასაჯერებელი გარემოებაა დ იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა.
„იმედი მაქვს, რომ გამოძიება მივა ბოლომდე. ამ ბიჭებს არ ვიცნობ, მაგრამ ამ ადამიანებს სისხლში არ აღმოაჩნდათ ნარკოტიკის კვალი საერთოდ, არც ძველი, არც ახალი. ძალიან მიჭირს იმის დაჯერება, რომ ეს ბიჭები ამ კლიპის გადაღებიდან მე-3 თუ მე-4 დღეს ნარკოტიკით ჯიბეში დადიოდნენ, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ამ ბიჭებს ვიღაცამ ჩაუდო, მიჭირს იმის დაჯერება, რომ ვინც ჩაუდო, იმას ვიღაცამ უბრძანა და ვიღაცის თავში ეს მოიხარშა, ანუ ძალიან უცნაური რამეებია, რაც სცილდება ნორმალური აზროვნების სფეროს, ყველა მიმართულებით. ერთს ვიტყვი, რომ მჯერა გამოძიების, რომელიც მივა ბოლომდე“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















