ალიევი: 100 წლის შემდეგაც შევძლებთ მეზობლებისა და ევროპის გაზით მომარაგებას

საქართველო, თბილისი - 19:38 | 05.11.2015
ნანახია: 1735

100 წლის შემდეგაც შევძლებთ მეზობლებისა და ევროპის გაზით მომარაგებას, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

 “აზერბაიჯანს გაზის დიდი რეზერვები აქვს. 100 წლის შემდეგაც შეუძლია გაზით, არა მხოლოდ საკუთარი თავი, არამედ მეზობლები და ევროპაც მოამარაგოს. აზერბაიჯანში სატრანზიტო ტვირთებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა და გვინდა, ერთიანი პოლიტიკა ვაწარმოოთ საქართველოსთან, რათა ტვირთბრუნვა გავზარდოთ”, - განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით იმყოფება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე