„ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი პროექტი:ონკოლოგიური დაავადების დაზღვევა ონკო ქეარი ლიმიტი: 150,000 ₾
საქართველო, თბილისი - 12:57 | 12.06.2017 ნანახია: 1754
- სადაზღვევო პროგრამა ითვალისწინებს 150,000 ₾ ოდენობის კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში
- სადაზღვევო პოლისის ღირებულება წელიწადში 5 ₾-დან იწყება
- პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში
- სადაზღვევო პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოში უმსხვილესი გადამზღვევი კომპანიის Swees Re-ს მიერ
სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგი“ კიბოს რისკის დაზღვევის პროგრამას წარმოადგენს, რომელიც დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში დაზღვეულის სახელზე სოლიდური კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. პროგრამა სპეციალურად საქართველოსთვის ერთობლივად შემუშავდა „ჯიპიაი ჰოლდინგისა“ და მსოფლიოს წამყვანი გადამზღვევი, შვეიცარული კომპანია Swiss Re-ს მიერ.
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ აქტიურად ჩაერთო ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიაში და 11 ივნისს, კუს ტბაზე გამართულ აქცია-მარათონზე - „სუზან კომენის მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ - პირველად შესთავაზა საზოგადოებას ონკოდაზღვევის ახალი პოლისი. პირველი 500 გაყიდული პოლისიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდ „ჰერაში“.
პოლისი „ონკო ქეარი“ აზღვევს ავთვისებიანი სიმსივნური დაავადებების რისკს და ითვალისწინებს კომპენსაციას დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში. კომპენსაციის მაქსიმალური ოდენობა 150 000 ₾-ია. პოლისის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება - კომპენსაციის გახარჯვა შესაძლებელია როგორც მკურნალობის, ასევე სხვა მიზნებისთვის, დაზღვეულის სურვილისამებრ. ახალი სადაზღვევო პროექტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ პოლისის ღირებულება უაღრესად ხელმისაწვდომია - განსაკუთებით, დაბალ ასაკობრივ ჭრილში: მაგალითად, 0-24 წლამდე ასაკის პირებისთვის 150,000₾-იანი პოლისის ღირებულება თვეში მხოლოდ 5 ₾-ს შეადგენს. პოლისით სარგებლობა შეუძლია 65 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს - აღსანიშნავია, რომ პოლისით მოსარგებლის 18 წლამდე შვილები ავტომატურად ერთვებიან დაზღვევაში დამატებითი პრემიის გადახდის გარეშე. დაზღვევის გასაფორმებლად არ არის საჭირო წინასწარი გამოკვლევების ჩატარება - პოლისის გამოწერა განაცხადის საფუძველზე უმარტივესი პროცედურით ხორციელდება.
პაატა ლომაძე - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირქტორი: „ჩვენთვის ამ პროგრამას პირველ რიგში სოციალური მნიშვნელობა აქვს, რადგან მიგვაჩნია, რომ თუკი მასიურად მოხდება ჩვენი მოაქალაქეებს ჩართვა ამ სისტემაში, შევძლებთ ფინანსური გარანტიების შექმნას ამ ადამიანებისთვის. პროდუქტის უპირატესობა ისაა, რომ კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ დიაგნოზის საფუძველზე და დაზღვეულს აქვს თანხის განკარგვის თავისუფლება- მკურნალობისთვის დახარჯავს მიღებულ კომპენსაციას თუ სხვა საჭიროებისთვის, ეს მისი გადასაწყვეტია და სადაზღვევო კომპანია ამაში აღარ ერევა. ჩვენი მიზანია საზოგადოებას დავანახოთ, რომ კიბო არ არის განაჩენი და რომ ამ რისკის მართვა შესაძლებელია. რაც შეიძლება მეტ ადამიანს გავაგებინოთ ეს სიახლე და წავახალისოთ, რომ ჩაერთონ სადაზღვევო პროგრამაში და შეიქმნან ფინანსური გარანტიები სამომავლოდ. მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა და სიმბოლურად პირველად პოლისი სწორედ ღონისძიებაზე გაიყიდა. გაყიდული პოლისებიდან შემოსული თანხა კი სრულად გადაირიცხება ძუძუს კიბოს საქველმოქმედო ფონდში.“
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















