ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში პროცესი უკვე დაწყებულია - თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 12:25 | 12.06.2017
ნანახია: 1061

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაწყებულია პროცესი, რომელშიც არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები არიან ჩართული.

მისივე განცხადებით, ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება.

"ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებაზე, რომელიც ახალ თაობას ნარკოდამოკიდებულებისგან იცავს, ითვალისწინებს მომხმარებელთა ინტერესების დაცვას და მათ ხელმისაწვდომობას ისეთ სერვისებზე, როგორიცაა ზიანის შემცირების და რეაბილიტაციის სერვისები. ასევე, ეს მიდგომა არანაირ კომპრომისს არ უშვებს ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან მიმართებაში. ამ რეფორმის განხორციელება შესაძლებელი ჩვენი ხელისუფლების პირობებში გახდა და ამ წლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მიმდინარე წლის განმავლობაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას აუცილებლად უზრუნველვყოფთ. ცვლილებების ინიცირება უახლოეს პერიოდში მოხდება", - განმარტა თალაკვაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე