თქვენი მინისტრობაც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და იქნებ ამაზეც გეფიქრათ, - გიორგი ჩენდლერი
საქართველო, თბილისი - 12:02 | 12.06.2017 ნანახია: 1264
მიუხედავად იმისა, რომ ბევრჯერ დავაპირე დამეწერა რეპერების საქმესთან დაკავშირებით, თავს ვიკავებდი, რადგან ერთ მხარეს ადამიანები იდგნენ, რომლებსაც ბრალი ედებოდა ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის, მეორე მხარეს სახელმწიფოს იმიჯი იყო, შესაბმისად ორივე მხარე ძალიან ჩემიანია და ახლოა, როგორც ქვეყანა ისე თითოეული ადამიანი, რამეთუ საქართველო მიყვარს მხოლოდ ქართველთან ერთად და არა ქართველის გარეშე.
აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სასიამოვნოა როდესაც საზოგადოება დაიხვეწა თანდათან და ამას დღითიდღე ვგრძნობ, ჩვენ ვისწავლეთ რა არის სოლიდარობა, აღარ ვიკეტებით სახლებში, როცა ჩვენს მეზობელს ცემენ, ავიწროვებენ და ა.შ. ჩვენ ვისწავლეთ პროტესტის გამოხატვა უსამართლობაზე და ეს არის ძალიან კარგი.
რეპერების საქმეს რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ ბატონმა ჯეჯელავამ როგორც კი კომენტარი გააკეთა აღნიშნულ საქმეზე, მაშინვე გაამჟღავნა უნებურად, რომ აქ ნარკოტიკები კი არა კლიპი იყო შუაში, ეს მარტივად ამოვიცანი მის სიტყვებში. არ შემიძლია ასევე არ გიპასუხოთ ბატონო მინისტრო, თქვენ როცა ახსენეთ, რომ ეს კლიპი იყო შეურაცხმყოფელი სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის, ეგრე თქვენი მინისტრობაც შეურაცხმყოფელია პირადად ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის და იქნებ ამაზეც გეფიქრათ.
კლიპს რაც შეეხება, ჩემთვის იყო უგემოვნო და არასაინტერესო, მაგრამ ეს არ არის მთავარი, მთავარი არის ის, რომ კლიპის გამო ადამიანს ნარკოტიკს არ უნდა ტენიდე და სახელმწიფო არ უნდა ძალადობდეს ადამიანზე.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეს, სახემწიფოს ბევრი გზა არა აქვს, ან აღიარებენ შეცდომას, თუმცა ეს არ არის უბრალო გადაცდომა, ეს არის დაშვებული შეცდომა, რაც ნიშნავს რომ განზრახ გაკეთებულია, შესაბამისად მათ აუცილებლად მოუწევთ გამოვლენა დამნაშვეების, რომ იმიჯი არ შეილახოს სტრუქტურის, ან მოხდება ის რომ ისედაც შერყეული ნდობა და ავტორიტეტი, სულ მთლად ოცნებად დარჩებათ. მე მაინც იმედი მაქვს რომ, იმიჯის შესანარჩუნებლად დასჯიან 1-2 კაცს მაინც, რამდენად უშველით ეს არ ვიცი.
და ბოლოს, ქართველ ხალხს ერთი თვისება აქვს, ბევრი რამ შეუძლია მოითმინოს, თუმცა ბოლოს ერთიანად მოგკითხავთ პასუხს და ცოტა გონს მოეგეთ, ნაციონალები მოხერხებული მაინც იყვნენ და ზოგიერთმა მოასწრო გაქცევა, თქვენ მაგასაც ვერ მოახერხებთ.
გიორგი ჩენდლერი
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















