საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ

საქართველო, თბილისი - 15:12 | 09.06.2017
ნანახია: 1192

საპატრულო პოლიციის თანამშრომლები საკვალიფიკაციო გამოცდებს ჩააბარებენ,- ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. 

მღებრიშვილის თქმით, გადამზადების სპეციალური კურსი მისი ინიციატივით უკვე შემუშავდა შსს-ს აკადემიაში, რასაც თითოეული პოლიციელი გაივლის. 

კურსი პრაქტიკულ და თეორიული სწავლებას, აგრეთვე ტაქტიკურ მომზადებას გულისხმობს, ბოლო ეტაპი საკვალიფიკაციო გამოცდა იქნება.

"კურსის დასრულების შემდგომ ყველა ჩააბარებს გამოცდას ამ სამივე კომპონენტში, ხოლო, ვინც ვერ შეძლებს გამოცდის ჩაბარებას ორ ცდაზე, ბოდიშის მოხდით და მადლობის გადახდით, დავემშვიდობებით, მათ ჩაანაცვლებენ კადრები, რომლებიც არიან ახალგაზრდები, მოტივირებულები, ნასწავლი და რაღა თქმა უნდა გავლილი აქვთ სპეციალური მომზადების კურსი", -აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე