ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში პრეზიდენტის ნაწილზე შენიშვნა არ არის - ირაკლი კობახიძე
საქართველო, თბილისი - 14:58 | 09.06.2017 ნანახია: 1457
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, ვენეციის კომისიის წინასწარ დასკვნაში პრეზიდენტის ნაწილზე შენიშვნა არ არის.
"ვენეციის კომისია პრეზიდენტის ნაწილს ისე იზიარებს, როგორც პროექტშია წარმოდგენილი. დოკუმენტი პოზიტიურად არის შეფასებული. ნათქვამია, რომ დახვეწილი საპარლამენტო სისტემის ჩამოყალიბება ხდება, რაც ჩვენი ამოცანა იყო", - ამბობს ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ზოგ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებულ გაურკვევლობას აქვს ადგილი, რაც დაზუსტდება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საბოლოო დასკვნა წარმოდგენილ პროექტში სრულად აისახება.
„დასკვნის შინაარსი ჩვენთვის სრულად მისაღებია. დასკვნაში წარმოდგენილია ძალიან კონკრეტული შენიშვნები და თითოეული შენიშვნა ჩვენთვის მისაღებია. არაერთხელ განვაცხადეთ, ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ, რომ თითოეული შენიშვნა იქნებოდა სრულად გაზიარებული საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ეს პირობა, ბუნებრივია, რჩება ძალაში. არის რამდენიმე შემთხვევა, სადაც გვჭირდება შენიშვნების დაკონკრეტება. ვფიქრობთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში თარგმანთან დაკავშირებით გაურკვევლობას აქვს ადგილი, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ამ დაზუსტების შესაბამისად, ბუნებრივია, გვექნება წარმოდგენილი საბოლოო დასკვნა და ეს საბოლოო დასკვნა იქნება სრულად ასახული წარმოდგენილ პროექტში“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ძალაში რჩება პირობა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტს ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე, პირველი მოსმენით არ განიხილავენ. მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ იქნება მოწვეული. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მიღება თვის ბოლომდე იგეგმება.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ კანონპროექტს პირველი მოსმენით ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომამდე არ განვიხილავდით და ეს პირობა ძალაში რჩება. ამის გამო გადავწყვიტეთ, რომ მორიგ სასესიო სხდომებზე არ განვიხილოთ დოკუმენტი, ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. ამის შემდეგ მოწვეული იქნება საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა.რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით განვიხილავთ დოკუმენტს და შემდეგ უკვე გადავალთ მეორე მოსმენაზე. თვის ბოლომდე არის დაგეგმილი შესაბამისი დოკუმენტის მიღება . ჩვენ გვაქვს დრო იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და შენიშვნები სრულად ავსახოთ იმ დოკუმენტში, რომელიც არის წარმოდგენილი“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















