მაკა ჩიჩუას ინიციატივით შშმ პირთა მშობლებთან შეხვედრა ბოლნისში გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:01 | 09.06.2017 ნანახია: 1349
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია „მოძრაობა ცვლილებებისთვის"დღეს ბოლნისს ესტუმრნენ. მაკა ჩიჩუამ საინფორმაციო შეხვედრა ბოლნისში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებთან გამართა და შშმ პირებთან დაკავშირებული რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
„ბოლნისი უკვე მეხუთე რეგიონია, სადაც ჩამოვედით. ეს პროგრამა ემსახურება იმ მშობლების ინფორმირებას, რომლებსაც ჰყავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილები. გვინდა, რომ ინფორმაცია გავცვალოთ ერთმანეთში. ჩვენ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. დედებს, რომლებიც ჩემთან ერთად არიან კოალიცია აქვთ, ისინი გაერთიანდნენ და ძლიერი თემი ჩამოაყალიბეს. გადავწყვიტეთ, რომ მოვიაროთ მთელი საქართველო და დედებს, რომლებსაც თავისი კითხვები აქვთ, გაჭირვება, რომელსაც ვერ უზიარებენ სხვა ადამიანებს და არ იციან როგორ გადაჭრან პრობლემები, ამ პრობლემების გადაჭრაში დავეხმაროთ",-განაცხადა მაკა ჩიჩუამ.
შეხვედრას ბოლნისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. დღესვე მაკა ჩიჩუა ბოლნისის კულტურის სახლს ეწვია და ბოლნისის სასულიერო გიმნაზიის კურსდამთავრებულების მიერდადგმულ თეატრალურ წარმოდგენას დაესწრო.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















