ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 05.11.2015
ნანახია: 1574

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ლიტვის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა, ევალდას გუსტასმა ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის წარმატებულ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ისაუბრეს საქართველო-ლიტვის მთავრობათა შორის ეკონომიკური კომისიის როლზე და იმედი გამოთქვეს, რომ ის ხელს შეუწყობს არსებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას.ოფიციალურ სადილს საქართველოსა და ლიტვის მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ.საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი ლიტვის რესპუბლიკაში დასრულდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე