ირაკლი კობახიძე: ტერმინებთან დაკავშირებით კონსესუსის მიიღწევა
საქართველო, თბილისი - 15:47 | 07.06.2017 ნანახია: 1304
„ის რეგულაციები, რომლებიც დღეს არის წარმოდგენილი კონსტიტუციაში თავდაცვის და უსაფრთხოების კუთხით, არის აბსოლუტურად ბუნდოვანი და ეს ხარვეზები კონსტიტუციაში არის თავიდან ბოლომდე გამოსწორებული",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, სადაც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი" და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ" საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი" განიხილეს.
ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით, შეხვედრა გაიმართა დასავლელ პარტნიორებთანაც. „გავიარეთ თითოეული ნორმა, რომელიც აქ არის წარმოდგენილი და ერთად დავრწმუნდით, რომ ეს ცვლილებები - მოვიყვან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ციტატას, „რეალურად არ შეუქმნის დაბრკოლებას საქართველოს ნატოსკენ ინტეგრაციის გზაზე",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები გამოითქვა. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ტერმინებთან დაკავშირებით, კონსესუსი მიიღწევა.
„იყო გარკვეული შენიშვნები კონკრეტულ რეგულაციებთან, მათ შორის, ტერმინებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება, მაგალითად, შეიარაღებულ ძალებს და ვფიქრობ, რომ გარკვეული კონსესუსი მიიღწევა იმისთვის, რომ ყოველგვარი ბუნდოვანება გამოირიცხოს.
ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ იყო აბსოლუტურად არაადეკვატური შეფასებები, რომელიც უკავშირდებოდა ამ ტერმინებს, მათ შორის, იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს შეიძლება შეიქმნას ახალი მხედრიონი, მაშველთა კორპუსი და ა.შ. - რაც იყო აბსოლუტურად კომიკური განცხადებები. იმისთვის, რომ რამეზე საუბრის ყოველგვარი საბაბი მოვხსნათ შეიძლება, ტერმინოლოგია დაზუსტდეს ამ მიმართულებით",- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















