ციხეში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც

საქართველო, თბილისი - 10:39 | 07.06.2017
ნანახია: 1476

მექსიკის ქალაქ სიუდადა-ვიქტორიას ციხეში სროლას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა და ექვსი დაშავდა.  ინციდენტი ტამაულიპასის შტატში მოხდა.

ამის შესახებ შტატის უსაფრთხოების სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელი Twitter-ში წერს.

ხელისუფლება ჯერ ვერ აკონკრეტებს დაღუპულების ვინაობას, წინასწარი ინფორმაციით, ციხეში ბუნტის მცედლობა იყო. ამჟამად შენობა გარშემორტყმულია პოლიციელებითა და სამხედროებით. ციხის სიახლოვეს იმყოფებიან პატიმრების ახლობლები.  ამ ეტაპისთვის სხვა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.