უდუმაშვილი თბილისის მერის კანდიდატად - ტელეწამყვანი პირველ კომენტარს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 10:01 | 07.06.2017
ნანახია: 1269

შემოთავაზება ნაციონალური მოძრაობისგან იყო, ზაალ უდუმაშვილმა ამის შესახებ გვიან ღამით კიევიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, იგი მიხეილ სააკაშვილს და ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსაც შეხვდა.

„ვადასტურებ, რომ მაქვს შეთავაზება, რომ კანდიდატურა დავაყენო თბილისის მერის პოსტზე და მივიღო არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა გადაწყვეტილებას მე ალბათ უახლოეს დღეებში გამოვაცხადებ. ნაციონალური მოძრაობისგან იყო შემოთავაზება,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე