„ქართული ოცნებიდან“ თბილისის მერობის კანდიდატს პრემიერმინისტრი თავად გამოაცხადებს - კალაძე

საქართველო, თბილისი - 16:09 | 06.06.2017
ნანახია: 1160

„ვინ იქნება მმართველი გუნდიდან თბილისის მერობის კანდიდატი, პოლიტსაბჭოს სხდომაზე გახდება ცნობილი“, - ამის შესახებ ვიცეპრემიერმა კახა კალაძემ მესტიაში, ორი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუნდის გადაწყვეტილებას პრემიერმინისტრი გამოაცხადებს.

„დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ჩატარდება პოლიტსაბჭოს სხდომა და პრემიერმინისტრი თვითონ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას. მე მესმის, რომ ძალიან დიდია საზოგადოებაში ინტერესი, თუ ვინ იქნება კანდიდატი ”ქართული ოცნებიდან” და ეს ყველაფერი ცნობილი იქნება უახლოეს მომავალში”, - განაცხადა კალაძემ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე