აზერბაიჯანი ევროპაში ინტეგრაციას არ აპირებს - ილჰამ ალიევი

საქართველო, თბილისი - 15:30 | 05.11.2015
ნანახია: 2495

ევროპაში არსებული დისკრიმინაციისა და ისლამოფობიის ფონზე აზერბაიჯანი ევროპულ თანამეგობრობაში ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებას არ აპირებს.

აზერბაიჯანის ლიდერის, ილჰამ ალიევის განცხადებას გაზეთი „იენი აზერბაიჯანი“ აქვეყნებს.

„ისმოდა განცხადებები, რომ ჩვენ ევროპაში ინტეგრაცია გვჭირდება. მე კი ვამბობ, რომ ეს არ გვინდა, რადგანაც არანაირი საჭიროება ამისა არ არსებობს. ჩვენ არავინ არაფერში დაგვხმარებია. რასაც მივაღწიეთ, მხოლოდ საკუთარი ძალებით მივაღწიეთ. ამიტომ, არავისგან ველოდებით დახმარებას და არც გვჭირდება. შესაბამისად, ნურც ნურავინ ჩაერევა ჩვენს საქმეებში,“ - აცხადებს ალიევი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე