აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი: რუსეთი, ირანი და ტერორიზმი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

საქართველო, თბილისი - 12:07 | 06.06.2017
ნანახია: 1319

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა რუსეთი, ირანი და ტერორიზმი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მთავარ საფრთხედ დაასახელა. მისი თქმით, მათთან საბრძოლველად აშშ მზად არის ნატოს მოკავშირეებს დაეხმაროს.

„რუსეთის მცდელობიდან ძალადობრივი გზით  შეცვალოს საერთაშორისო საზღვრები ირანის მცდელობამდე ახლო აღმოსავლეთში მოახდინოს დესტაბილიზაცია, ასევე ტერორიზმის გლობალურ საფრთხემდე, რომელმაც შესაძლოა დარტყმა მიაყენოს ნებისმიერ ადგილს, ნებისმიერ დროს - მსოფლიშო დღეს ამაზე საშიში არაფერი ყოფილა მეოთხედი სუკუნის წინ კომუნიზმის დაცემის შემდეგ,“- განაცხადა პენსმა და აღნიშნა, რომ კომუნიზმის დაცემაში 1991 წლს საბჭოთა კავშირის დაშლას გულისხმობდა.

მისი თქმით, აშშ მზად არის სრულად შეასრულოს სამოკავშირეო ვალდებულებები ნატოს ფარგლებში და უერთგულოს პრინციპს ნატოს ერთ წევრზე თავდასხმა ყველა მათგანზე თავდასხმას ნიშნავს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე