ხვალიდან საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

საქართველო, თბილისი - 17:32 | 05.06.2017
ნანახია: 1405

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ივნისის საღამოდან 6 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში (ძირითადად ქ. ფოთის მიდამოებში), ზემო იმერეთში და კოლხეთის დაბლობზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, რომლის სიჩქარე დრო გამოშვებით 20 – 25 მ/წმ - შია მოსალოდნელი.

6 ივნისს ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართეველოს დაბლობში  +29, +34 გრადუსი,  სანაპირო რაიონებში +20, +25, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32, დედაქალაქში +31 გრადუსია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურის ფონზე ხვალ დღის მეორე ნახევარში საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალონელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე