ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა საქართველოს საპატრიარქოს გადაეცა

საქართველო, თბილისი - 16:21 | 05.06.2017
ნანახია: 1410

საქართველოს საპატრიარქოს 3 045 300 ლარის ღირებულების ბაკურციხის კულტურის ცენტრის შენობა გადაეცა. ახლად რეაბილიტირებული შენობის საპატრიარქოსთვის გადაცემის საკითხს გურჯაანის საკრებულოში დღეს უყარეს კენჭი და გადაწყვეტილება ერთხმად იქნა მიღებული. 

კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეწარმეო სახლის გახსნის მიზნით ობიექტი ეკლესიას პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა.

ბაკურციხის კულტურის ცენტრის რეაბილიტაცია, რომელზეც 2 მილიონ ლარზე  დაიხარჯა, ხელისუფლებისა და „მსოფლიო ბანკის“ დაფინანსებით განხორციელდა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე