„საქართველოს ბანკი“ Global Finance-მა ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საქართველო, თბილისი - 14:31 | 05.06.2017
ნანახია: 1199

საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა, საერთაშორისო გამოცემის Global Finance-ის ჯილდოს მიღების შესახებ.

Global Finance-მა მსოფლიოს მასშტაბით, საუკეთესო ბანკები გამოავლინა, საქართველოს ბანკი კი  2017 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა -  საქართველოში ფასიანი ქაღალდების მომსახურების კუთხით.

კაპიტალის ბაზრების შესახებ წამყვანი საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის 1987 წელს დაფუძნდა და 192 ქვეყანაში ყავს მკითხველი. ყოველწლიურად, Global Finance ასახელებს საუკეთესო ფინანსურ ინსტიტუტებს მსოფლიოს მასშტაბით.

Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში და აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე