თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს - აფგან მუხტარლის მეუღლე

საქართველო, თბილისი - 13:55 | 05.06.2017
ნანახია: 1510

თუ საქართველოს ხელისუფლებას ჩვენი ოჯახის დახმარება უნდა, მოქალაქეობა მე კი არა, ჩემს ქმარს უნდა შესთავაზოს, - ამის შესახებ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის მეუღლემ, ლეილა მუსტაფაევამ ძველი თბილისის პოლიციის პირველ სამმართველოში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

შეგახსენებთ, 3 ივნისს, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და სთხოვა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, შეძლებისდაგვარად, მოკლე ვადაში მიანიჭოს აფგან მუხთარლის მეუღლესა და შვილებს საქართველოს მოქალაქეობა.

ლეილა მუსტაფაევა აცხადებს, რომ ამჟამად მისი მეუღლის მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი უსაფრთხოების დაცვა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე