რიგაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მიღება გაიმართა

საქართველო, თბილისი - 13:43 | 05.06.2017
ნანახია: 1147

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, საქართველოს საელჩომ ლატვიის რესპუბლიკაში საზეიმო მიღება გამართა. ღონისძიება გაიხსნასაქართველოს და ლატვიის ჰიმნების შესრულებით, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა ლატვიის რესპუბლიკაში თეიმურაზ ჯანჯალიამ დამსწრე საზოგადოებასმისასალმებელი სიტყვით მიმართა. მიღებაზე სპეციალურად მოწვეულმა ლატვიის მუსიკალური აკადემიის სიმფონიურმა კვარტეტმა შეასრულა სხვადასხვა ცნობილიკომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები.

მიღებაზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული კერძები, ღვინო და ბრენდის ნაირსახეობები.

ღონისძიებას დაესწრნენ ლატვიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ლატვიის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინისდა სხვა სფეროების წარმომადგენლები, ასევე ლატვიაში მცხოვრები ქართული დიასპორა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე