ქალაქ ზუგდიდში არსებული ყველა ქუჩა და ჩიხი განათდება

საქართველო, თბილისი - 13:39 | 05.06.2017
ნანახია: 1281

3 თვეში, ქალაქ ზუგდიდში არსებული ყველა ქუჩის და ჩიხის განათების სამუშაოები დასრულდება. ამჯერად დაწყებულია 99  ქუჩის გარეგანათების სამუშაოები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 111 674 ლარია. სამუშაოებზე 34 მოქალაქე დასაქმდა. სამუშოებს შპს "აკაენერჯი" ახორციელებს.

ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე ქუჩისა და ჩიხების გარეგანათების სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბერში დასრულდება. რის შემდეგაც ქალაქში არსებულ 425-ვე ქუჩა განათებული იქნება.

2014-2016 წლებში ქალაქ ზუგდიდში განათდა 120 ქუჩა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე