კალაძე ჩემი მეგობარია და მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა - დავით ნარმანია

საქართველო, თბილისი - 13:01 | 05.06.2017
ნანახია: 1526

კახი კალაძე არის ჩემი მეგობარი. თუ მისი კანდიდატურა დასახელდება და საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მას ექნება ჩემგან სრული მხარდაჭერა, - ეს განცხადება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძის თბილისის მერობის შესაძლო კანდიდატად დასახელების საკითხზე საუბრისას გააკეთა. 

მისი თქმით, ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს ძალიან ბევრი თვალსაზრისით და ამ კონსულტაციების დასრულებისთანავე იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები ცნობილი. 

თბილისის მერის განცხადებით, კონსულტაციებში თავადაც ჩართულია.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე