მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა გორში - გარდაცვლილია მამაკაცი

საქართველო, თბილისი - 10:29 | 05.06.2017
ნანახია: 1155

მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორის რაიონში.

ავტოავარიის შედეგად მამაკაცი გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, სოფელ მეჯვრისხევის გამოსასვლელში, გორის მიმართულებით მოძრავი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა „ოპელს“ შეეჯახა.

გარდაცვლილია „ტოიოტას“ მძღოლი მამაკაცი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე