თურქმა სამხედროებმა 16 ქურთი მებრძოლი გაანადგურეს

საქართველო, თბილისი - 14:12 | 05.11.2015
ნანახია: 1800

თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ქურთების მუშათა პარტიის 16 მებრძოლის ლიკვიდირება მოახდინეს. სამხედრო ოპერაცია თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰაკარის პროვინციაში ჩატარდა. ამის შესახებ ქვეყნის გენერალური შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს.ერთი დღით ადრე თურქმა სამხედროებმა მებრძოლების პოზიციები დაბომბეს და 15 ტერორისტი მოკლეს.

”ოპერაციის ფარგლებში, რომელიც სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის წინააღმდეგ ჩატარდა, 4 ნოემბერს 15 ტერორისტის ლიკვიდირების გარდა, ავიადარტყმების შედეგად კიდევ 16 მებრძოლია განადგურებული”-, ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

თურქეთში ვითარება 20 ივლისს ”ისლამური სახელმწიფოს” მიერ სირიის საზღვართნ ორგანიზებული ტერაქტისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციებში პოლიციელების გახშირებული მკვლელობების შემდეგ მკვეთრად გაუარესდა. უკანასკნელი სამი თვის განმავლობაში ქურთ მებრძოლებს 150-ზე მეტი პოლიციელი, სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალები ქურთების მუშათა პარტიის პოზიციების წინააღმდეგ ავიაიერიშებს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ ერაყის პროვინციებში ახორციელებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე