ცხელი დღეები საქართველოში - ამინდის ვრცელი პროგნოზი

საქართველო, თბილისი - 14:29 | 04.06.2017
ნანახია: 3325

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5-8 ივნისს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსს გადააჭარბებს. 7 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

4-5 ივნისს ზემო იმერეთსა და კოლხეთის დაბლობზე მოსალოდნელია აღმოსავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება. აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 26-28 გრადუსია მოსალოდნელი.

5-6 ივნისს დასავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-31 გრადუსი იქნება. 6-8 ივნისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 30-32 გრადუსს მიაღწევს. 7 ივნისის შემდეგ კი,  არამდგრადი ამინდი იქნება და ჰაერის ტემპერატურა დაიწევს.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე