გიორგი მარგველაშვილი ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს

საქართველო, თბილისი - 12:05 | 04.06.2017
ნანახია: 1257

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ბრიტანელ ხალხს უსამძიმრებს.

"შეძრწუნებული ვარ ლონდონში მომხდარი შემზარავი ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ბრიტანელ ხალხს და ხელისუფლებას", - წერს გიორგი მარგველაშვილი.

ლონდონში ტერაქტი 3 ივნისს ადგილობრივი დროით 22:00 საათზე მოხდა. სატვირთო ავტომობილი ხიდზე ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 6 და დაშავდა 48 ადამიანი.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე