არმაზის ხევში უძველესი ხანის ნამოსახლარი აღმოაჩინეს
საქართველო, თბილისი - 15:11 | 01.06.2017 ნანახია: 1759
არმაზის ხევის პიტიახშთა რეზიდენციის კომპლექსის რებილიტაციის პროექტის ფარგლებში, გათხრების შედეგად, უძველესი ხანის ნამოსახლარი გამოვლინდა. არქეოლოგიური ნაკრძალის ტერიტორიაზე ადრე გათხრილი ობიექტების ნაწილის გამოვლენა-გასუფთავებამ ამ ეპოქის ნამოსახლარის მძლავრი კედელი უკვე საბოლოო სახით გამოკვეთა. არსებული ვარაუდით, ობიექტი ძვ. წელთაღრიცხვის V-IV საუკუნეების ნამოსახლარია. არქეოლოგიური სამუშაოები არმაზის ტერიტორიაზე სამი წლის განმავლობაში, 2014 წლიდან მიმდინარეობს. ასევე, გამოვლენილია ახ. წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების პიტიახშთა სასახლის დასავლეთი ნაწილის მინაშენებიც.
უკანასკნელი წლების არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, გათხრილია ახ. წელთაღრიცხვის IX-XII საუკუნეების საცხოვრებელი კომპლექსის კიდევ ერთი მონაკვეთი. მიკვლეულია ასევე ქვის ხანის უძველესი კულტურული ფენები და XX საუკუნის 30-იან წლებში წარმოებული არქეოლოგიის შედეგად გამოვლენილი ობსიდიანის დასამუშავებელი სახელოსნოს მცირე ნაშთებიც.
არმაზისხევის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე პირველადი არქეოლოგია 1937-1946 წლებში ჩატარდა. გაითხარა II-IX სს-ის სამაროვანი, აბანო, ზღურბლიანი ნაგებობა, ერთსენაკიანი და ორსენაკიანი ნაგებობები და მარანი. გაითხარა ასევე 144 სამარხი, რომელთა შორის უმეტესობას ორმო-სამარხები წარმოადგენს. გაითხარა ახ.წ. ერისთავთა II-IV საუკუნეების სამარხები, სადაც ოქროს ნივთები და რომაული ოქროს მონეტები აღმოჩნდა. არმაზის ერისთავთა სამარხებთან რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია დაკავშირებული:
არმაზისხევის უბნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მეორე ტერასის კიდეზე გამოვლინდა II-III საუკუნის რომაული ტიპის სამგანყოფილებიანი აბანოს ნანგრევები. არქეოლოგიურ კომპლექსზე გასულ საუკუნეში წარმოებულ გათხრებს უკავშირდება აღმოჩენილი მარანი 55 ქვევრით.
არმაზის ხევის არქეოლოგიური ობიექტები ამჟამად შემოზღუდულია და საველე მუზეუმად ერთიანდება.
არმაზში კვლევებს, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაკვეთით, ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიცია ახორციელებს.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















