პოლონეთის პრეზიდენტმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა

საქართველო, თბილისი - 17:37 | 31.05.2017
ნანახია: 1217

პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ და პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდამ  საქართველოში სახელმწიფო ვიზიტი დაასრულეს.

პოლონეთის პრეზიდენტი სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ბათუმიდან გაემგზავრა, სადაც პოლონეთის დელეგაციას საქართველოს პრეზიდენტმა, პირველმალედიმ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ და მისმა მეუღლემ უმასპინძლეს.

გიორგი მარგველაშვილმა და ზურაბ პატარაძემ ბათუმის ბულვარში გასეირნების შემდეგ სტუმრებისათვის მიღება გამართეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე