ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი - ჯეჯელავა აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანაზე

საქართველო, თბილისი - 13:39 | 31.05.2017
ნანახია: 1229

როგორც ჩანს, ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, - ამის შესახებ ვიცე პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერებს მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ქვეყნიდან გაყვანაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აზერბაიჯანელ ჟურნალისტთან დაკავშირებით საუბარია საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაზე.

„როგორც ჩანს, ამ ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი. შს სამინისტროს უკვე დაწყებული აქვს გამოძიება და რეალობა უნდა დაადგინოს გამოძიებამ“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე