ხატია დეკანოიძე უკრაინაში ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს

საქართველო, თბილისი - 12:06 | 05.11.2015
ნანახია: 2710

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ეროვნულ პოლიციას უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას “BBC-უკრაინა" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, თავის გამოსვლაში ხატია დეკანოიძემ უკრაინაში პოლიციის რეფორმისადმი ერთგულება გამოხატა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ხატია დეკანოიძე იყო შს მინისტრ არსენ ავაკოვის მრჩეველი. საქართველოში მუშაობდა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გუნდში, კერძოდ, იკავებდა განათლების მინისტრის თანამდებობას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე