გია ჟორჟოლიანი: სააკაშვილი დაგეგმილ პროვოკაციებში „ რუსთავი2“-ის კოლექტივის ჩართვას ცდილობდა

საქართველო, თბილისი - 11:39 | 05.11.2015
ნანახია: 1731

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ გია ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, დაგეგმლ პროვოკაციებში „რუსთავი2“-ის კოლექტივის ჩართვას ცდილობდა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ გამოძიება კომპეტენტურად ჩაივლის და მისი ვარაუდიც დადასტურება. „ის, რომ „რუთავი2“-ის კოლექტივის ჩართვას ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელები, იმ პროვოკაციებში, რომელიც მათ აქვთ დაგეგმილი, ამისთვის მე არავითარი ჩანაწერების ჩვენება არ მჭირდება, ვიცი, რომ ასეთი გეგმები მათ აქვთ, მე ვფიქრობ, გამოძიება პროფესიულად და კომპეტენტურად თუ წარიმართება, რასაკვირველია, ამას ალბათ დაადასტურებს“,-განაცხადა ჟორჟოლიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე