ენმ გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატის გაუქმებას მოითხოვს
საქართველო, თბილისი - 13:54 | 29.05.2017 ნანახია: 1305
სასკოლო გამოცდებზე მოსწავლეების დიდი რაოდენობის ჩაჭრის გამო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს გამოსაშვები გამოცდების არსებული ფორმატი უნდა გაუქმდეს, რადგან ის არარელევანტურია. ამასთან, სამინისტრომ არსებული პრობლემების დიაგნოსტირება მოახდინოს და სისტემის გაჯანსაღებისთვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო კვიტაიშვილმა ისაუბრა.
„განათლების სისტემაში შექმნილი საგანგაშო სტატისტიკა და ვითარება ადასტურებს, რომ სასკოლო რეფორმა შუა გზაზეა მიტოვებული და მისი ერთ-ერთი კომპონენტი, გამოსაშვები გამოცდები, რომელიც მოსწავლეებისთვის მასტიმულირებელი უნდა ყოფილიყო, რეფორმის დანარჩენი კომპონენტების ჩავარდნის გამო სადამსჯელო მექანიზმად გადაიქცა.
სწორედ ამიტომ ბავშვი მარტო, პირისპირ დარჩა იმ ბარიერთან, რომელიც მას წარმატებული მომავლისკენ გზას უკეტავს.
ჩვენ მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ყველა საგანში დადებითად შეფასებული მოსწავლეები, სისტემაში არსებული ქაოტური მდგომარეობის მსხვერპლად იქცნენ და გამოცდაზე ჩაიჭრნენ. ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი ბოლო წლებში მზარდია. 2012 წელს ყოველი 100 მოსწავლიდან ჩაჭრილების რაოდენობა მხოლოდ 5 მოსწავლე იყო და რეფორმის სწორ განხორციელებას შედეგი უნდა გაეუმჯობესებინა. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე მოსწავლე ჩაიჭრა.
საგანგაშოა ისიც, რომ განათლების მინისტრი არაადექვატურად აფასებს ამ სიტუაციას, რაც კიდევ უფრო აზარალებს მოსწავლეს, მასწავლებელს და მშობელს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ:
- ამ ფორმატით უკვე არარელევანტურია გამოსაშვები გამოცდების ჩატარება და ის უნდა გაუქმდეს.
- სამინისტრომ მოახდინოს არსებული პრობლემების დიაგნოსტირება და სისტემის გაჯანსაღებისათვის სასწრაფოდ გააორმაგოს სკოლების დაფინანსება;
- განახლდეს პედაგოგთა სერტიფიცირება, მათი კომპეტენციის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვის პარალელურად;
- გაიზარდოს მასწავლებლის ხელფასი მინიმუმ 1000, ხოლო მომდევნო წლების განმავლობაში 1500 ლარამდე;
- შეწყდეს სკოლების პოლიტიზირება;
- მოწესრიგდეს სასკოლო ინფრასტრუქტურა და სხვა.“- აცხადებენ ენმ-ში.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















