ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის სრული ტექსტი
საქართველო, თბილისი - 13:28 | 29.05.2017 ნანახია: 1377
ნატო-ს საგაზაფხულო სესიაზე, რომელიც თბილისში იმართება, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო. დოკუმენტი სესიაზე საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა რასა იუკნევიციენემ წარადგინა.
დეკლარაციის ტექსტი:
ასამბლეა
- ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების 99-ე და დამოუკიდებლობის აღდგენის 26-ე წლისთავს.
- მოწოდებულია კიდევ უფრო გააღრმავოს თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბერს აირჩიეს კონკურენტუნარიან და კარგად ადმინისტრირებულ გარემოში, სადაც ფუნდამენტური თავისუფლებები საზოგადოდ იყო დაცული.
- ადასტურებს ნატო-ს ღია კარის პოლიტიკისადმი ერთგულებას ყველა იმ ევროპული დემოკრატიის მიმართ, რომელიც იზიარებს ალიანსის ფასეულობებს და სურვილი და უნარი აქვს, იკისროს წევრობის ვალდებულება; ხაზს უსვამს, რომ ნატო-ში გაწევრიანება არის მოკავშირეებისა და ასპირანტი ქვეყნის მიერ მისაღები გადაწყვეტილება და მასზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია მესამე ქვეყანას.
- დარწმუნებულია, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის გზა სტაბილურობისკენ და რომ გაფართოების წინა ეტაპებმა გააძლიერეს როგორც ევროატლანტიკური, ისე გლობალური უსაფრთხოება.
- უაღრესად აფასებს საქართველოს განგრძობად და მნიშვნელოვან წვლილს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში და ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიასა და ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში მის შთამბეჭდავ მონაწილეობას. პატივს მიაგებს ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყველა დაღუპულსა და დაჭრილს.
- ადასტურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ურყევ მხარდაჭერას, რომელიც გამოხატულ იქნა, მათ შორის 2015 წლის მაისის ბუდაპეშტში მიღებულ 419-ე დეკლარაციაში ნატო-ს გაფართოების თემაზე და 2016 წლის ნოემბერში სტამბულში მიღებულ 431-ე რეზოლუციაში ნატო-ს ვარშავის შემდგომი თავდაცვისა ად შეკავების პოლიტიკის თაობაზე. ეფუძნება რა 2008 წლის 3 აპრილის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის დებულებებს, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ქვეყანა.
- აღფრთოვანებულია რა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ საქართველოს მოსახლეობისა და მთავარი პოლიტიკური პარტიების მხრიდან არსებული მაღალი დონის უწყვეტი მხარდაჭერით.
- მიესალმება ნატო-სა და საქართველოს შორის არსებულ მნიშვნელოვან პოლიტიკურ დიალოგსა და პრაქტიკულ თანამშრომლობას, მათ შორის, ისეთი ინტეგრაციული მექანიზმების საშუალებით, როგორებიცაა ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.
- აღიარებს რა არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში მიღწეულ შთამბეჭდავ პროგრესს, რაც აძლიერებს საქართველოს მდგრადობას და თავდაცვით შესაძლებლობას, ზრდის მოკავშირე ძალებთან თავსებადობას და ეხმარება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მომზადებაში.
- მიესალმება ნატო-სა და საქართველოს ერთობლივ ძალისხმევას 2016 წლის ივლისში გახსნილი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის განვითარების მიმართულებით, ისევე როგორც 2015 წლის აგვისტოში გახსნილი წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის ოპერაციული შესაძლებლობების მიღწევისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და 2016 წლის ნოემბერში ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლების ჩატარებას.
- ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ალიანსის თანამშრომლობა საქართველოსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს საბოლოო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად, ასევე ითვალისწინებს რა მოკავშირე ლიდერების პოზიციას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, წევრობის სამოქმედო გეგმის მეშვეობით, რაც ამ პროცესის შემადგენელი ნაწილია.
- ხაზს უსვამს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, აღიარებს რა საქართველოს ჩართულობას შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიულ დისკუსიებში და მიესალმება ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებას საქართველოსთან ამ საკითხში მიმდინარე დიალოგისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებასთან დაკავშირებით.
- მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მიერ დემოკრატიის კიდევ უფრო მეტი კონსოლიდაციისთვის, მისი ინსტიტუტების გამჭვირვალობის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიღწეულ თანმიმდევრულ და მნიშვნელოვან პროგრესს, რაც მთელი რეგიონისთვის ძალიან პოზიტიურ მაგალითს წარმოადგენს. მხედველობაში იღებს რა, რომ შემდგომი ძალისხმევაა საჭირო კანონის უზენაესობისა და შეკავებისა და გაწონასწორების სისტემის განსამტკიცებლად, მედია-პლურალიზმის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.
- ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს რა საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობით უკანონო ოკუპაციას, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების მუდმივად დარღვევას და რუსეთის მიერ ამ რეგიონების დე-ფაქტო ანექსირებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე ამ ტერიტორიებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას.
- მიესალმება რა საქართველოს კონსტრუქციულ პოლიტიკას, რომელიც მიმართულია რუსეთთან დაძაბულობის დეესკალაციისკენ, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით ძალის გამოუყენებლობის შესახებ გადადგმული ცალმხრივი ნაბიჯების ჩათვლით, ასევე მის კონსტრუქციულ მონაწილეობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და თბილისის ძალისხმევას ხელი შეუწყოს საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობის ჩართულობით.
- მოუწოდებს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მთავრობებსა და პარლამენტებს:
ა) უზრუნველყონ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მტკიცე პოლიტიკური მხარდაჭერა.
ბ) კიდევ უფრო გააღრმავონ საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პოლიტიკური განზომილება, რათა შეიქმნას პირობები საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მისანიჭებლად.
გ) სრულად მიიღონ მონაწილეობა ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის იმპლემენტაციაში და განიხილონ დამატებითი პრაქტიკული გზები საქართველოს მხარდასაჭერად ძალისხმევის გააქტიურებაზე, მათ შორის ნატო-საქართველოს ერთობლივი რეგულარული ან ორმხრივი სწავლებების ჩატარების გზით და მისი საზენიტო და სხვა თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობით.
დ) დაეხმარონ საქართველოს გააძლიეროს შესაძლებლობები ჰიბრიდული საფრთხეების საწინააღმდეგოს, პროპაგანდისა და დეზინფორმაციული კამპანიის ჩათვლით, რომელიც მიმართულია პროდასავლური სტრატეგიული კურსის მიმართ მოსახლეობის მხარდაჭერის აღმოსაფხვრელად.
ე) კიდევ უფრო განავითარონ საქართველოსთან, როგორც ასპირანტ ქვეყანასთან შავი ზღვის უსაფრთხოების თემაზე დიალოგი და პრაქტიკული თანამშრომლობა.
- მოუწოდებს საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:
ა) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის წინსვლის მიზნით სრულად გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რასაც ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფში და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების ინიციატივაში მისი მონაწილეობა და ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი იძლევა.
რების სისტემა, გააძლიეროს დამოუკიდებელი სასამართლო, შეინარჩუნოს მედიაპლურალიზმი, გააღრმაოს დიალოგი და შეამციროს დაძაბულობა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის.
- მოუწოდებს რა რუსეთის ფედერაციას:
ა) უზრუნველყოს (რუსეთის ფედერაციამ) თავისუფალი გადაადგილება და ვაჭრობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ.
ბ) პატივი სცეს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, უკან გაიწვიოს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, როგორც დამოუკიდებელი ქვეყნების აღიარება და ამ ტერიტორიებიდან გაიყვანოს საკუთარი შეიარაღებული ძალები.
გ) შეასრულოს საქართველოსთან მიმართებაში მისი ვალდებულებები და დაიცვას საერთაშორისო სამართალი.
დ) უპასუხოს საქართველოს მიერ ცალმხრივად აღებულ ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და თავი შეიკავოს საქართველოს მიმართ ნებისმიერი პროვოკაციული და აგრესიული ნაბიჯებისგან.
ე) ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების საერთაშორისო დამკვირვებლების შესვლას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში.
- იღებს ვალდებულებას, როგორც წარსულში, ნატო-ში გაწევრიანების პროცესში საქართველოსთვის დახმარებისა და მხარდაჭერის გაგრძელებასთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველო-ნატო-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს მეშვეობით.
პოლიტიკა
- უკრაინა მზადაა რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პანდემიის რთული პერიოდის შემდეგ ბაზა არ გაჯანსაღებულა, ამიტომ რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია - კახა კალაძე სოციალურად დაუცველთა სიების გადამოწმებაზე
- საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა არის 257 000, ბინადრობის ნებართვა გაცემულია 164 ქვეყნის 107 307 მოქალაქეზე - ირაკლი კობახიძე
- ჩვეულებრივი ამბავია, ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, შეიძლება, ყოფილი მინისტრიც იყოს დაბარებული - გია ვოლსკი ლევან დავითაშვილზე
საზოგადოება
- საქართველოში 21-22 თებერვალს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 23 თებერვალს კი იწვიმებს
- „თეგეტა“ „კავკასიის მედიცინის ცენტრთან“ პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
- ახალგაზრდები მწვანე მომავლისთვის - „თეგეტა გრინ პლანეტის“ მხარდაჭერით ზამთრის ბანაკი გაიმართა
- 14-15 თებერვალს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ხოლო 16 თებერვალს გამოიდარებს
სამართალი
- თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიების განახლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს
- საგამოძიებო სამსახურმა ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე საწარმოს ხელმძღვანელი დააკავა
- პროსტიტუციის ხელშეწყობის ფაქტზე დაკავებული მომღერალი, ხატია წერეთელი თავისუფალია
- პროკურატურა: ე.წ. ქოლცენტრების, თაღლითობისა და ფულის გათეთრების საქმეზე დაკავებულია ელისო კილაძე. ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება ოთარ ფარცხალაძეს
მსოფლიო
- უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, თუმცა ტერიტორიული საკითხი კვლავ გადაუჭრელი რჩება - ჯორჯია მელონი
- აშშ-ის პრეზიდენტი გამუდმებით ამბობს, რომ ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა ჰყავთ, თუმცა ამ ძალას ზოგჯერ შეიძლება იმდენად ძლიერი დარტყმა მიაყენონ, ვეღარ აღდგეს - აიათოლა ალი ხამენეი
- მოსკოვის სასამართლომ ჟურნალისტ ეკატერინე კოტრიკაძეს რვა წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
- დონალდ ტრამპმა ბენიამინ ნეთანიაჰუს განუცხადა, რომ აშშ მხარს დაუჭერს ირანის ბალისტიკური რაკეტების პროგრამის წინააღმდეგ ისრაელის დარტყმებს - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Comfort – შეაკეთე ავტომობილი სერვისცენტრში ვიზიტის გარეშე
- Volvo Cars EMEA - „ვოლვო ქარ კავკასიამ“ პრესტიჟულ ბიზნესკონფერენციას საქართველოში პირველად უმასპინძლა
- „თეგეტა“ აზერბაიჯანის სამელიორაციო სისტემების მოდერნიზებისთვის - მეზობელ სახელმწიფოს ჰოლდინგმა JCB-ს ტექნიკა მიაწოდა
- Porsche, Bentley, Lamborghini - პრემიუმ ბრენდების მარკეტინგის მიმართულებას საქართველოში თათო ხოსროშვილი უხელმძღვანელებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















