აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენზე კომენტარს აკეთებს

საქართველო, თბილისი - 11:19 | 05.11.2015
ნანახია: 1719

რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე პირველ კომენტარს აკეთებს შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი.

პრეს მდივნის ჯონ კირბის თქმით, ვაშინგტონი მიესალმება მხარეების მშვიდ რეაქციას სასამართლოს პირველად გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და თვალ-ყურს ადევნებს ყველა შემდგომ სააპელაციო პროცესს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა საქართველოს ევროინტეგრაციისთვის უმნიშვნელოვანესია და უწყება ყურადღებით აკვირდება რუსთავი 2-თან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს.

ჯონ კირბის თქმით, სწორედ ამ კონტექსტში იყო განხილული რუსთავი 2-ის საკითხი სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სესიაზე, რომელიც ვაშინგტონში ორშაბათს გაიმართა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე