ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს, ეს ძალიან მალე იქნება - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 12:56 | 29.05.2017
ნანახია: 1549

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, საქართველო ნატო-სთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

მისივე თქმით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩატარება საქართველოში მიმდინარე წარმატებული რეფორმების უპირობო აღიარებაა. 

„ასე ახლოს საქართველო ნატო-სთან და ევრო სტრუქტურებთან არასდროს ყოფილა. პაოლო ალოს განცხადებით, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნატო მზადაა საქართველო თავის რიგებში მიიღოს. ეს ძალიან მალე იქნება, უფრო მალე ვიდრე ბევრს შეიძლება წარმოედგინოს. ვფიქრობთ, დეკლარაციაში საქართველოში გატარებული რეფორმების მიმართ უპირობო მხარდაჭერა დაფიქსირდება. რა თქმა უნდა გამოწვევები არსებობს და დარწმუნებული ვარ, საქართველო ამ გამოწვევებს თავს წარმატებით გაართმევს", - აღნიშნა მდინარაძემ.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე