მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:37 | 28.05.2017
ნანახია: 1382

მეზობლები მტრებად არ უნდა აქციო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსეთზე საუბრისას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე - „აღმოსავლეთ სამეზობლო 2017” განაცხადა.

„სტაბილური და დემოკრატიული მეზობლების გარემოცვაში ყოფნა ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის. მეორე მხრივ, ეს პარტნიორობა უნდა ეფუძნებოდეს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე სხვა სახელმწიფოებისა და მეზობლების სუვერენული გადაწყვეტილების პატივისცემის ძირეულ პრინციპებს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები, მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ქვეყნის გეოპოლიტიკური როლი, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესები და “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები - ეს ის მთავარი თემებია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე