პოლიციელებმა 6 წლის ბავშვი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:02 | 05.11.2015
ნანახია: 1970

ამერიკის ლუიზიანას შტატის ქალაქ მარკსვილში სამართალდამცავებმა 6 წლის ბავშვი მოკლეს.

Associated Press-ის ინფორმაციით, ტრაგედიამდე რამდენიმე წუთით ადრე პოლიციელებს ბავშვის მამისთვის ორდერის გადაცემა სურდათ, მაგრამ მან ავტომობილით მიმალვა სცადა.

სამართალდამცავებმა ავტომობილი ჩიხში მოიმწყვდიეს და ცეცხლი გაუხსნეს. მანქანის სალონში მამაკაცთან ერთად იმყოფებოდა მისი 6 წლის ვაჟი. როგორც მოგვიანებით გაირკვა, პოლიციელებმა არ იცოდნენ, რომ სალონში მცირეწლოვანიც იმყოფებოდა.

ბავშვი ადგილზევე გარდაიცვალა. მამამისი მრავლობითი ჭრილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისათვის მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე