გორის კლინიკაში მამაკაცმა ვენები გადაიჭრა

საქართველო, თბილისი - 12:27 | 28.05.2017
ნანახია: 1638

გორში, კლინიკა "გორმედში" მამაკაცი თვითმკვლელობის მცდელობის გამო შეიყვანეს, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას სიმსივნის დიაგნოზი ჰქონდა დასმული და სუიციდის გადაწყვეტილებაც ამიტომ მიიღო. 

"გორიმედში" დაშავებულს სამედიცინო დახმარება გაეწია და სტაციონარში გადაიყვანეს. მამაკაცმა მარტო დარჩენისთანავე კვლავ სცადა თავის მოკვლა, იგი მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ადგილზევე გარდაიცვალა.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს გამოძიება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე