თამაშმა, რომელიც მოზარდებს თვითმკვლელობას აიძულებს, საქართველოში შემოაღწია

საქართველო, თბილისი - 12:18 | 28.05.2017
ნანახია: 1372

ინტერნეტთამაშმა, რომელიც მოზარდებს სუიციდისკენ უბიძგებს, საქართველოში შემოაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას "რუსთავი2" ავრცელებს. პირველი მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც ე.წ. კურატორის დავალებით მე-5 სართულიდან გადახტა. იგი სხეულის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

თამაში პირველად რუსეთში 2013 წელს გამოჩნდა. სოციალურ ქსელში მოზარდებს ე.წ. კურატორი უკავშირდება და მონაწილეობას სთავაზობს. თავდაპირველი დავალებები სხეულის დაზიანებაა, შემდგომ კი თვითმკვლელობას აიძულებს. თამაშს მსხვერლი რამოდენიმე ქვეყანაში მოჰყვა.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლის მიხედვით, რაც თვითმკველობამდე ან თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანას გულისხმობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე