საქართველოს პარლამენტის წევრებმა მერაბ კოსტავას საფლავი ყვავილებით შეამკეს
საქართველო, თბილისი - 18:52 | 26.05.2017 ნანახია: 1702„ძალიან სიმბოლურია, რომ ჩვენი ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ემთხვევა. ეს შემთხვევითი არ არის. ქართველ ხალხს, საქართველოს მოქალაქეებს, ჩვენს ქვეყანას გენეტიკურ კოდში აქვს თავისუფლებისაკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა,"-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, დავით მათიკაშვილი და ნინო წილოსანი მთაწმინდის პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილმა განცხადებით, ისეთი გმირების მნიშვნელობა ქვეყნის ისტორიისთვის, როგორიც მერაბ კოსტავაა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან დღეებში განსაკუთრებულად ჩანს. „არსებობენ პიროვნებები, რომლებმაც ეპოქალური მნიშვნელობა შეიტანეს საქართველოს ისტორიაში. რომელთა ღვაწლიც სწორედ დღევანდელ დღეს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად ჩანს. მათ თავიანთი გმირული ცხოვრებით განსაკუთრებული კვალი დატოვეს სრულიად საქართველოს ისტორიაში. ცალსახად შეიძლება გითხრათ, რომ ერთ-ერთი ასეთი პიროვნება გახლდათ მერაბ კოსტავა, ეროვნული მოძრაობის და სრულიად საქართველოს გმირი,"-განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მამუკა მდინარაძემ საქართველოს მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მამადავითიდან მინდა მთელ საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე. ვუსურვო ბევრი წარმატება იმ გზაზე, რა გზასაც სწორად ვადგავართ. ეს ამდღეებშიც გამოჩნდა. ჩვენი სტუმრებიც, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებიც, ამას ადასტურებენ.
დარწმუნებული ვარ ჩვენს ქვეყანაში იქნება ყველაფერი კარგად. იქნება მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და იქნება მეტი ხვავი და დოვლათიჩვენი თანამოქალაქეების ოჯახებში,"-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















