მახინჯაურში საცხოვრებელ სახლში ორი კაცის გვამი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 16:17 | 26.05.2017
ნანახია: 1291

მახინჯაურში, საცხოვრებელ სახლში, ორი მამაკაცის გვამი იპოვეს. შს სამინისტროში შეტყობინება დაახლოებით საათნახევრის წინ შევიდა.

ადგილზე გამოძახებული იყო სასწრაფო სამედიცინო სამსახურიც. ინფორმაციას გაზეთი "ბათუმელები" ავრცელებს.

პირველადი მონაცემებით გარდაცვლილებს ძალადობის კვალი არ აღენიშნებათ. ჯერ-ჯერობით უცნობია გარდაცვალების დროც. შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე