საქართველოს შეიარაღებული ძალები რუსთაველის გამზირზე (ფოტორეპორტაჟი)

საქართველო, თბილისი - 11:22 | 26.05.2017
ნანახია: 1904

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების ცერემონიით გაიხსნება. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს. საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.

თავისუფლების მოედანზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფებია წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „მძლევარი“ შეასრულებს, ანსამბლი „ქართული ხმები“ კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე