დუბლინის ცენტრში საქართველოს დროშები გამოფინეს

საქართველო, თბილისი - 19:06 | 25.05.2017
ნანახია: 1898

ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და დუბლინის მერიის ორგანიზებით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დუბლინის ცენტრში საქართველოს სახელმწიფო დროშები გამოიფინა.

საქართველოს დროშები ირლანდიის დედაქალაქში 23 მაისიდან 26 მაისის ჩათვლით იქნება აღმართული. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უკვე მეორე წელია, რაც ორი ქვეყნის მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნიშნად, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დუბლინში საქართველოს დროშები აღიმართება.

ტრადიციას გასულ წელს ჩაეყარა საფუძველი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე