„საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს თბილისიდან და 28 მაისს ბათუმიდან ახალ შემადგენლობას ამატებს

საქართველო, თბილისი - 17:51 | 25.05.2017
ნანახია: 1172

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად სს „საქართველოს რკინიგზა“ 26 მაისს ქ. თბილისიდან და 28 მაისს ქ. ბათუმიდან ამატებს ახალ შემადგენლობას (№851/852).

კომპანია „შტადლერის“ ორსართულიანი  ელექტრომატარებელი რეისებს შეასრულებს ახალი განრიგით. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 26 მაისს გავა 08:50, ბათუმში ჩავა 14:13, ხოლო 28 მაისს ბათუმიდან გამოვა 16:40 და თბილისში ჩამოვა 21:40.

ბილეთები იყიდება, როგორც საქართველოს რკინიგზის საბილეთო სალაროებში, ასევე სწრაფი გადახდის აპარატებით და ინტერნეტის მეშვეობით.

საქართველოს რკინიგზა გილოცავთ დამოუკებლობის დღეს და გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას!


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე