შს სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს თელავში აღნიშნავს
საქართველო, თბილისი - 15:11 | 25.05.2017 ნანახია: 1653
შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს თელავში გეპატიჟებათ.
ერეკლე მეორის გამზირზე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოების“ ფარგლებში, შს სამინისტრო იმიტირებულ ქალაქში გიმასპინძლებთ.
დამოუკიდებლობის დღეს, თელავში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენის გარდა, უამრავი სიურპრიზი გელოდებათ:
• შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „კოსმოსური ხომალდი“,
მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული სათავგადასავლო თამაშები და პრიზები;
• სასრიალო ბატუტი;
• ველოსიპედის მართვის მოწმობის აღების უნიკალური შანსი;
• ძარიანი ავტომობილებით რბოლაში ევროპის პირველი ქართველი ჩემპიონი დათა ქაჯაია და შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილების გამოფენა;
• საპატრულო პოლიციის, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის ტექნიკა და აღჭურვილობა;
• დაცვის პოლიციის „დაცული ქუჩა“ და სახლი N125;
• ღია კინოთეატრში შსს-ს არქივის უნიკალურ, მოკლემეტრაჟიან ისტორიულ ფილმებს ნახავთ.
• ვირტუალურ ტირში კი რამდენიმე წუთით ნამდვილი პოლიციელის როლს მოირგებთ.
სპეციალურად მოწყობილ საბავშვო კუთხეში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატების კონკურსი ჩატარდება, გამარჯვებულებს კი ჟიური დააჯილდოვებს.
ჩვენს ქალაქში მეგზურობას პოლი გაგიწევთ.
ქალაქის შესასვლელთან სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთვნილი ძაღლები შეგხვდებიან, ხოლო ქალაქში, მთელი დღის განმავლობაში, მეხანძრე-მაშველები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გიმასპინძლებენ.
მოდი უსაფრთხო ქალაქში - ეს ჩვენი ქალაქია!
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















