პაკისტანში ქარხნის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 10:14 | 05.11.2015
ნანახია: 1906

პაკისტანში ქარხნის შენობის ჩამონგრევის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, 150 კი ნანგრევებშია მოყოლილი. Reuters-ის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ ლახორში მოხდა. ოთხსართულიანი შენობა მთლიანად დაინგრა.

სამაშველო ჯგუფებს სამხედრო მოსამსახურეებიც ეხმარებიან. ნანგრევებიდან 75 ადამიანის გადარჩენა მოხეხრხდა.

ნანგრევებში მოყოლილმა რამდენიმე ადამიანმა მობილური ტელეფონით ახლობლებთან დაკავშირება შეძლო. მომხდარის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ცნობილია მხოლოდ, რომ შენობაში სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე