კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ გავრცელდა ლაშა თორდიას ვიდეო ახლა - უჩა ნანუაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:47 | 25.05.2017
ნანახია: 1202

"კითხვის ნიშნები ჩნდება, რატომ გავრცელდა ეს ვიდეო ახლა",- განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. მან გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას საქმეზე დროული და გამჭვირვალე გამოძიება მოითხოვა.

„იმედი მაქვს, რომ გამოძიება, იმ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელსაც ადგილი ჰქონდა "El Centro"-ში, ძალიან მალე დასრულდება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი," - განაცხადა უჩა ნანუაშილმა.

მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაციები კონკრეტული ადამიანის მიმართ შავი პიარის აგორებას ჰგავს.
"სამწუხაროდ, მე აქამდე იმ კითხვებზე პასუხი ვერ მოვისმინე საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, პირიქით, ყოველდღიურად ახალი ინციდენტების შესახებ ვიგებთ და იმ ინფორმაციას, რომლის მიზანიც შესაძლებელია იყოს სწორედ ერთ-ერთი მაღალჩინოსნის მიმართ გარკვეულწილად, შავი პიარის აგორება,“ - დასძინა ნანუაშვილმა.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე