კახა კალაძეს ხანდოს ხეობაში ელოდებიან

საქართველო, თბილისი - 13:44 | 25.05.2017
ნანახია: 1342

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ხანდოს ხეობაში ჩავა. მასთან შეხვედრის მსურველი მოსახლეობა უკვე იკრიბება ადგილზე.

ტერიტორიაზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველი. შეხვედრა 14:00 საათზეა დაგეგმილი.

საუბარი შეეხება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟს. მოსახლეობის თქმით, მათთან ახლოს მყოფი ხაზები საფრთხის შემცველია მოსახლეობისა და გარმოსთვის.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე